ჩვენი ხედვა

ადამიანის უფლებათა ცენტრს სჯერა, რომ ყველას აქვს უფლება, თავისუფლად და დისკრიმინაციის გარეშე ისარგებლოს  ეროვნული და საერთაშორისო სამართლის მიერ უზრუნველყოფილი სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებებით. ჩვენ ვთვლით, რომ ამ უფლებებისა და კანონის უზენაესობის რეალიზაცია და დაცვა წარმოადგენს საქართველოში  მშვიდობისა და დემოკრატიის შენების წინაპირობას.

სიახლეები

15.04.2021

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა ხანდაზმულთათვის მიწების დროულად რეგისტრაციის თაობაზე

08.04.2021

გადაწყვეტილების ეტაპზე მისული სასამართლო პროცესი ახალმა მოსამართლემ ხელახლა დაიწყო

ადამიანის უფლებათა ცენტრი თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთი წლის განმავლობაში წარმოადგენდა ეკომიგრანტი მ.მ.-ს ინტერესებს. 19 მარტს მხარეებმა წარადგინეს საპაექრო სიტყვები და ისარგებლეს რეპლიკით, დასრულდა საქმის არსებითი განხილვა და მოსამართლე გავიდა სათათბირო დარბაზში გადაწყვეტილების გამოსატანად. გადაწყვეტილების გამოტანამდე საქმის განმხილველი მოსამართლე გადაინიშნა იმავე სასამართლოს შემადგენლობაში სამოქალაქო კატეგორიის კოლეგიაში, მ.მ.-ს საქმე კი დაეწერა ახალ მოსამართლეს. ამ უკანასკნელის გადაწყვეტილებით, უკვე განხილულ საქმეზე წარმოება დაიწყო ხელახლა. საქმის განხილვის პირველი სხდომა ჩაინიშნა 8 აპრილს.

ანგარიშები

პროექტები

სტრატეგიული პარტნიორია კავკასიის რეგიონში. 2021 წელი ისტორიული მნიშვნელობის იყო საქართველოსთვის.

დონორები