მიზანი
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC), ყოფილი ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი (HRIDC) დაარსდა 1996 წლის 10 დეკემბერს თბილისში. მისი მიზანია გაიზარდოს ადამიანის უფლებების, ძირითადი თავისუფლებების პატივისცემა და სამშვიდობო პროცესების ხელშეწყობა საქართველოში. ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ადამიანის უფლებების პატივისცემა, ხოლო ხელისუფლება პატივს უნდა სცემდეს კანონის უზენაესობას, გამჭვირვალობის პრინციპებს და ძალთა გადანაწილებას დისკრიმინაციის ყველა დონეზე აღმოსაფხვრელად.
ხედვა
ადამიანის უფლებათა ცენტრს სჯერა, რომ ყველას აქვს უფლება, თავისუფლად და დისკრიმინაციის გარეშე ისარგებლოს ეროვნული და საერთაშორისო სამართლის მიერ უზრუნველყოფილი სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებებით. ჩვენ ვთვლით, რომ ამ უფლებებისა და კანონის უზენაესობის რეალიზაცია და დაცვა წარმოადგენს საქართველოში მშვიდობისა და დემოკრატიის შენების წინაპირობას.