ღონისძიებები

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშის პრეეზენტაცია

17.12.2021
ფონტის ზომა
  • ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოაქვეყნა ანგარიში: ,, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგი''
  • პროექტი „2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგი საქართველოში“ ადამიანის უფლებათა ცენტრმა (HRC) 2021 წლის ივლისში დაიწყო.  პროექტების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების ძირითადი მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თავისუფალ, თანასწორ და კონკურენტულ გარემოში ჩატარების ხელშეწყობა იყო. ამდენად, პროექტების აქტივობები სწორედ საარჩევნო პროცესებში გამჭვირვალობის გაზრდის, საკანონმდებლო მექანიზმების ეფექტიანობის უზრუნველყოფისა და გამოვლენილი ტენდენციების შესახებ, საზოგადოებისთვის სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდებისკენ იყო მიმართული. 
  • 2021 წლის არჩევნები კვლავ მკვეთრად პოლარიზებულ, მიკერძოებულ და სიძულვილის ენით გაჯერებულ მედიაგარემოში წარიმართა. პოლიტიკური პოლარიზაციის გამო, წინასაარჩევნო პერიოდში ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის საინტერესო საკითხები ძირითადად უგულვებელყოფილი იყო. კვლავ განსაკუთრებით დაძაბული იყო წინასაარჩევნო გარემო ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, სადაც კენჭისყრის დღესაც, ტრადიციულად, ყველაზე მეტი დარღვევა დაფიქსირდა. მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ქალებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა როგორც პასიური, ისე აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზებაც.
დოკუმენტის სრული სახით სანახავად გახსენით ბმული:
ღონისძიებები