სიახლეები

საერთაშორისო ადვოკატირება - ვიზიტი ჟენევაში

19.02.2024
ფონტის ზომა
4-9 თებერვალს ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტის კოორდინატორმა ანა ჯაბაურმა და იურისტმა-ანალიტიკოსმა ნინო ჩალაძემ ჟენევაში მონაწილეობა მიიღეს გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის 97-ე წინასასესიო განხილვაში.

5 თებერვალს წინასასესიო შეხვედრაში მონაწილეობა განპირობებული იყო ადამიანის უფლებათა ცენტრისა და საერთაშორისო ორგანიზაციის - OMCT-ის მიერ გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტში საქართველოს შესახებ ერთობლივი ალტერნატიული ანგარიშის წარდგენით. შეხვედრის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა უპასუხეს კომიტეტის მიერ დასმულ არაერთ შეკითხვას.

დამატებით, ადამიანის უფლებათა ცენტრის საერთაშორისო პარტნიორების - OMCT-ს და ადამიანის უფლებათა სახლების ფონდის (HRHF) დახმარებით, ადვოკატირების მიზნით, ნინო ჩალაძე და ანა ჯაბაური შეხვდნენ:

o    HRHF-ის, Amnesty International-ისა და FIDH-ის წარმომადგენლებს;
o    გაეროს სპეციალურ მომხსენებელს შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაზე;
o    გაეროს სპეციალური მომხსენებლის წარმომადგენელს წამების საკითხებზე;
o    გაეროს სპეციალური მომხსენებლის წარმომადგენელს გამოხატვის თავისუფლებაზე;
o სხვადასხვა ქვეყნის, 11 მუდმივმოქმედი მისიის წარმომადგენლებს გაეროში. (კერძოდ - ევროკავშირის, აშშ-ის, ლიეტუვის,პოლონეთის, ნორვეგიის, ლუქსემბურგის, ბელგიის, ნიდერლანდების, შვეიცარიის, შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის მუდმივმოქმედი მისიის წარმომადგენლებს.) 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მადლობას უხდის OMCT-ს, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის წინასასესიო შეხვედრაში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, ცენტრის წარმომადგენლების ჟენევაში ვიზიტის ფინანსური მხარდაჭერისთვის. ასევე, საერთაშორისო ადვოკატირების ხელშეწყობის მიზნით, მნიშვნელოვანი შეხვედრების ორგანიზებაში დახმარებისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრი მადლობას უხდის OMCT-ს და HRHF-ს.
სიახლეები