სიახლეები

სასამართლოს გადაწყვეტილებით გორის მუნიციპალიტეტის მერიას 26000კვ.მ-ს ფართობის ტერიტორიის დასუფთავება დაევალა 

29.04.2024
ფონტის ზომა
2024 წლის 19 აპრილს გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის ადმინისტრაციული სარჩელი. გორის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა სამშენებლო/ინერტული ნარჩენებისაგან დაასუფთაოს გორის მუნიციპალიტეტის სასაფლაოს მიმდებარედ არსებული 26000 კვ.მ.-ზე მეტი ტერიტორია.

ადამიანის უფლებათა ცენტრი 2022 წლის აგვისტოს თვიდან ცდილობს, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს ტერიტორიის დასუფთავება და მოახდინოს სტიქიურად მოწყობილი ნაგავსაყრელის ლიკვიდაცია. მიუხედავად არაერთი დაპირებისა, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ არათუ დაასუფთავა ტერიტორია, პირიქით, მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სამშენებლო კომპანიები (და არა მხოლოდ) დღემდე აგრძელებენ ინერტული ნარჩენების განთავსებას ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს როგორც დასახლებული პუნქტის, ისე ქალაქის სასაფლაოს მიმდებარედ.

ტერიტორიის დასუფთავების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გორის მერია გარემოსდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ დაჯარიმდა.

2023 წლის ივნისის თვეში ადამიანის უფლებათა ცენტრი იძულებული გახდა მიემართა გორის რაიონული სასამართლოსათვის გორის მუნიციპალიტეტის მერიისათვის დაევალებინა კონკრეტული ტერიტორიის დასუფთავება.
სიახლეები