სიახლეები

სამართლებრივი დახმარება უფლებადარღვეული ჟურნალისტებისთვის

11.07.2023
ფონტის ზომა
დოიჩე ველე აკადემია, (DWA) მედიის განვითარების ფონდთან (MDF) და ადამიანის უფლებათა ცენტრთან (HRC) თანამშრომლობით, ახალ პროექტს ახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებასა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობას მედიის თავისუფლების, მედია და ინფორმაციული წიგნიერებისა და დეზინფორმაციის მავნე გავლენის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით.

  • პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრი, მომდევნო 20 თვის განმავლობაში:
  • უფასო სამართლებრივ დახმარებას გაუწევს ადამიანებს, რომლებიც ჟურნალისტური საქმიანობით არიან დაკავებულები.
  • პროექტი „ხარისხიანი მედია და მედიის გაცნობიერებული მოხმარება მედეგი საზოგადოებისთვის“ (ConMeCo) ხორციელდება დოიჩე ველე აკადემიის მიერ მედიის განვითარების ფონდთან და ადამიანის უფლებათა ცენტრთან თანამშრომლობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით.
სიახლეები