სიახლეები

პროექტი - ,,ხარისხიანი მედია და მედიის გაცნობიერებული მოხმარება მედეგი საზოგადოებისთვის“ (ConMeCo)

10.07.2023
ფონტის ზომა
იწყება პროექტი - ,,ხარისხიანი მედია და მედიის გაცნობიერებული მოხმარება მედეგი საზოგადოებისთვის“ (ConMeCo).

გვსურს შეგატყობინოთ, რომ დოიჩე ველე აკადემია, (DWA) მედიის განვითარების ფონდთან (MDF) და ადამიანის უფლებათა ცენტრთან (HRC) თანამშრომლობით, ახალ პროექტს განახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებასა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობას მედიის თავისუფლების, მედია და ინფორმაციული წიგნიერებისა და დეზინფორმაციის მავნე გავლენის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით.

პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრი მომდევნო 20 თვის განმავლობაში:

•    უფასო სამართლებრივ დახმარებას გაუწევს ადამიანებს, რომლებიც ჟურნალისტური საქმიანობით არიან დაკავებულები.
•    საქართველოში არსებული მედიაგარემოს შესაფასებლად ჩაატარებს კვლევას, რომლის მიზანიც, ეროვნულ დონეზე, არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, შესწავლა, შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება იქნება.

პროექტი „ხარისხიანი მედია და მედიის გაცნობიერებული მოხმარება მედეგი საზოგადოებისთვის“ (ConMeCo) ხორციელდება დოიჩე ველე აკადემიის მიერ, მედიის განვითარების ფონდთან და ადამიანის უფლებათა ცენტრთან თანამშრომლობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და  გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით.

#EU4GEORGIA
#MEDIATRANSPARENCY
სიახლეები