სიახლეები

მხარდაჭერასა და სოლიდარობას ვუცხადებთ პეტერ ფიშერს

17.09.2025
ფონტის ზომა
ჩვენ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, მის აღმატებულება ბატონ ერნსტ პეტერ ფიშერს.

მაშინ, როდესაც დემოკრატიული ღირებულებები და საქართველოს ევროპული მომავალი თავდასხმის ქვეშაა, ელჩი ფიშერი თანმიმდევრულად და გაბედულად იცავს თავისუფლების, ღიაობისა და დემოკრატიის პრინციპებს. ელჩის პოზიცია, სრულიად ნათელი და დამაჯერებელია და შეახსენებს როგორც ხელისუფლებას, ასევე ქართულ საზოგადოებას, რომ საქართველოს კუთვნილი ადგილი არის ევროპული ქვეყნების ოჯახში.

სწორედ ამ პრინციპული პოზიციის გამო, ელჩი ფიშერი „ქართული ოცნების“ მხრიდან უსაფუძვლო, აგრესიული და უღირსი თავდასხმების სამიზნე გახდა. მისი პიროვნული შეურაცხყოფა და პროპაგანდისტული ნარატივები არ არის ცალკეული ინციდენტები; ისინი მიზანმიმართული და სისტემური დეზინფორმაციული და მტრული კამპანიის ნაწილია, რომელიც მიმართულია არა მხოლოდ გერმანიის, არამედ სხვა დასავლელი პარტნიორების – მათ შორის ევროკავშირისა, გაერთიანებული სამეფოს, და ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მტკიცედ უდგანან გვერდში საქართველოს. ჰუმანიტარული დახმარებითა და განვითარების ხელშეწყობით დაწყებული, მტკიცე დიპლომატიური და პოლიტიკური მხარდაჭერით დამთავრებული, გერმანია და მისი პარტნიორები ყოველთვის იყვნენ ქართველი ხალხის ყველაზე თანმიმდევრული და ერთგული მეგობრები.

საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლის, ჩვენი სამშობლოს სტუმრის, დისკრედიტაციისა და მასზე პერსონალური თავდასხმის მცდელობა ღრმად შემაშფოთებელია. ეს ქმედებები აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას, ძირს უთხრის ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებს და, რაც ყველაზე სახიფათოა, აშორებს საქართველოს იმ მოკავშირეებს, რომლებიც მუდმივად გვერდში ედგნენ ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობას, უსაფრთხოებასა და დემოკრატიულ განვითარებას. საქართველოს სუვერენიტეტის გაძლიერების ნაცვლად, ასეთი ნარატივები მხოლოდ ასუსტებს ჩვენს მედეგობას, ხელს უწყობს განხეთქილებასა და ემსახურება იმ ძალების ინტერესებს, ვისაც არ სურს, რომ საქართველომ ევროპულ გზაზე წარმატებას მიაღწიოს.

საქართველოსა და ჩვენი მოქალაქეების მიმართ დასავლური მხარდაჭერის სიმცირის შესახებ ტყუილებს არ გააჩნია ფაქტობრივი საფუძველი. პირიქით, სწორედ გერმანია, გაერთიანებული სამეფო და სხვა ევროპული სახელმწიფოები თანმიმდევრულად უჭერდნენ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და იცავდნენ ჩვენს სუვერენიტეტს გარე საფრთხეების წინაშე.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს დემოკრატიული მომავლის ერთგული ვართ, ცალსახა მხარდაჭერას ვუცხადებთ ელჩ ფიშერს და პარტნიორი ქვეყნების ყველა იმ წარმომადგენელს, რომლებიც მტრობისა და ცილისწამების მიუხედავად, აგრძელებენ ქართველების თავისუფლების, დემოკრატიისა და ევროპული ინტეგრაციის უფლების დაცვას.
ჩვენი სამშობლოსადმი ჩვენი პარტნიორების სოლიდარობა იმსახურებს აღიარებას, მადლიერებასა და პატივისცემას.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ერთსულოვნად ვდგავართ ელჩ ფიშერის გვერდით. ჩვენ გავაგრძელებთ პროპაგანდისა და მანიპულაციის მხილებას, და საქართველოს ისტორიული არჩევანისთვის – ჩვენი ევროპული მომავლისთვის - ბრძოლას. სიმართლის, ღირსების, დემოკრატიისა და თავისუფლების ფასეულობები საქართველოში აუცილებლად გაიმარჯვებს.

Sincerely,

  • Europe-Georgia Institute (EGI)
  • Transparency International Georgia
  • Tbilisi Pride
  • Tolerance and Diversity Institute (TDI)
  • Democracy Research Institute (DRI)
  • Human Rights Center (HRC)
  • Green Alternative
  • Rights Georgia
  • Civil Society Foundation
  • Georgian Democracy Initiative (GDI)
  • Georgia’s European Orbit
  • Partnership for Human Rights
  • International Society for Fair Elections And Democracy (ISFED)
  • Georgia's Association of Young Lawyers (GYLA)
  • Democracy Defenders (DemDef)
  • Georgia’s Future Academy
  • Sapari
  • The Georgian Center for Psychosocial and Medical Rehabilitation of Torture Victims (GCRT)
  • Institute for Development of Freedom of Information (IDFI)
  • Association of Law Firms of Georgia (ALFG)
  • Women's Initiatives Supporting Group (WISG)
  • Economic Policy Research Center (EPRC)
  • Research-Intellectual Club "Dialogue of Generations" (RICDOG)
  • GEOCASE
  • Europe Foundation
  • Prevention for Progress (PFP)
  • Civic Idea
  • Institute of Western Democracy and Leadership (IWDL Georgia)
  • Georgia’s Reforms Associates (GRASS)
სიახლეები