გუნდი

ორგანიზაციის გამართულად მუშაობას ისეთი თანამშრომლები სჭირდება, რომლებიც ერთმანეთს კარგად შეეწყობიან. თანამშრომლობის კულტურა აერთიანებს საუკეთესო გუნდის წევრებს, საუკეთესო უნარებს აღვივებს მათში, გუნდს ეხმარება გაცილებით მეტი, უკეთესად და სწრაფი ტემპით გააკეთოს. ეს ჩვენი გუნდია!

ალეკო ცქიტიშვილი,

აღმასრულებელი დირექტორი

ადამიანის უფლებათა ცენტრი ოპერატიულად ერთვება ყველა საქმეში, სადაც ადამიანის უფლების უხეში დარღვევა იკვეთება, სადაც სახელმწიფო, როგორც ინსტიტუციური სისტემა, ხშირად ერთი მოქალაქის წინააღმდეგ ილაშქრებს და ეს მოქალაქე განსაკუთრებულად დაუცველი და მოწყვლადია. ასეთ დროს ორგანიზაცია იცავს არა მხოლოდ ერთი ადამიანის, არამედ მთლიანად საზოგადოების ინტერესებს.

გიორგი ნანუაშვილი, გამგეობის თავმჯდომარე

ნინო ცაგარეიშვილი, თანადირექტორი

ნინო ტლაშაძე, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე

ნესტან ლონდარიძე, იურიდიულ საკითხებზე დირექტორის მოადგილე

ეკა ქობესაშვილი,

იურისტი, იურიდიული სამსახურის უფროსი
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები წლების მანძილზე იცავენ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა სამართლებრივ ინტერესებს სხვადასხვა უწყებაში. მსჯავრდებულები იურისტებს ტელეფონის ან საპატიმროდან გამოგზავნილი წერილების საშუალებით უკავშირდებიან. საჭიროებების გათვალისწინებით, ორგანიზაციის ადვოკატები პატიმრებს პენიტენციურ დაწესებულებებში ხვდებიან. ორგანიზაციის იურისტების სამართლებრივი დახმარებით, ბევრმა პატიმარმა მიიღო სათანადო სამედიცინო მომსახურება და გაუმჯობესდა მათი უფლებრივი მდგომარეობა პენიტენციურ დაწესებულებაში. წლების განმავლობაში ორგანიზაციის წარმომადგენელებმა მრავალი პატიმარი მოინახულეს პენიტენციურ დაწესებულებებში. პრობლემათა ანალიზი ცხადყოფს, რომ კვლავ დიდ გამოწვევად რჩება საპატიმრო დაწესებულებებში პატიმართა უფლებრივი მდგომარეობა და მათთვის სათანადო სამედიცინო მომსახურეობის გაწევა.  

მარიტა ცინცქილაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი (PR)

დიმიტრი ნოზაძე, იურისტი

გიორგი ტყებუჩავა, იურისტი-ანალიტიკოსი

ლაზარე ჯიბლაძე, იურისტი-ანალიტიკოსი

გიორგი კაკუბავა, პროექტის დირექტორი, იურისტი/ადვოკატი

ცისმარი ბაბლიძე, ფინანსური მენეჯერი

ალექსი მერებაშვილი,

შიდა ქართლის ოფისის კოორდინატორი
ძირითადი პრობლემები, რაზეც მოქალაქეები მოგვმართავენ არის: სოციალური ხასიათის დავები, საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილი ჯარიმები, პოლიციელთა მხრიდან უკანონო ქმედებები, გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები, დევნილთა და ომის შედეგად დაზარალებულ პირთა პრობლემები, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები, საოჯახო დავები (განქორწინება და ალიმენტი), ოჯახში ძალადობის საკითხები, შრომითი დავები საჯარო დაწესებულებებთან და საკრედიტო და კერძო გამსესხებლების მიმართ არსებული დავები. ვცდილობთ, ყველას დავეხმაროთ, მაგრამ შეზღუდული რესურსებიდან გამომდინარე, ყველა საქმეში ვერ ვერთვებით. თუმცა, კონსულტაციას ყველა ბენეფიციარს ვუწევთ.

ლია ხუროშვილი, კახეთის ოფისის კოორდინატორი

ირმა მამასახლისი, საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯერი

ნინო ჩიხლაძე, იურისტი/მონიტორი

ანი ფორჩხიძე, იურისტი/მონიტორი

თამარ ქურთაული, იურისტი/მონიტორი