სიახლეები

ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით მოქალაქე სამსახურში აღადგინეს

31.03.2021
ფონტის ზომა
ადამიანის უფლებათა ცენტრს თხოვნით მიმართა ბ.ჭ,-მ, რომელიც პანდემიის დროს, 2020 წლის დეკემბერში, სამსახურიდან გაათავისუფლეს. იგი დასაქმებული იყო სახელმწიფო დაწესებულების მიერ შექმნილ  კომპანიაში. ბ.ჭ.-ს განმარტებით, სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე, მაგრამ მისი ნების საწინააღმდეგოდ გაათავისუფლეს, რაც აჩენდა გონივრულ ეჭვს კანონდარღვევის შესახებ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა მოამზადა სარჩელი სასამართლოსთვის. პროცესზე სასამართლოს მიერ შეთავაზებული მორიგების ფარგლებში,  მოპასუხე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, რომ მოქალაქეს კვლავ დაასაქმებდა/აღადგენდა სამსახურში. 30 მარტს დავა მოქალაქის სასარგებლოდ დასრულდა და მოქალაქე ბ.ჭ. დაბრუნდა სამსახურში თავის ძველ თანამდებობაზე.

გასათვალისწინებელია, რომ  COVID19-ის გავრცელების პერიოდში დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება უნდა წარმოადგენდეს უკიდურეს ღონისძიებას და  კერძო თუ საჯარო დაწესებულება მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ეკიდებოდეს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას.
სიახლეები