მიზანი და ხედვა

მიზანი

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC), ყოფილი ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი (HRIDC) დაარსდა 1996 წლის 10 დეკემბერს თბილისში.  მისი მიზანია საქართველოში ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებათა დაცვასა და ძირეული თავისუფლებების განვითარებას, ასევე წვლილი შეიტანოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" ახორციელებს იმ პროექტებს, რომლებიც უზრუნველყოფს  ადამიანის უფლებების კანონთან და საერთაშორისო სტანდართებთან შესაბამისობას. ორგანიზაცია თანამშრომლობს მხოლოდ ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, რომლებიც პატივს სცემენ ადამიანის უფლებებს და მათი მიზანია ქვეყანაში დემოკრატიისა და მშვიდობის დამყარება.

ხედვა

"ადამიანის უფლებათა ცენტრი"   მიიჩნევს, რომ საქართველოში ყველა ადამიანს აქვს უფლება დაიცვას თავისი სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები; მას სჯერა, რომ აღნიშნული უფლებების გახორციელება არის ძირეული ნაბიჯი საქართველოში მშვიდობის დასამყარებლად და თანამედროვე, ადამიანის უფლებებზე დაყრდნობილი დემოკრატიის ასაშენებლად.