სიახლეები

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის განცხადება საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის 75 მილიონიან დახმარებაზე უარის თქმის შესახებ

04.09.2021
ფონტის ზომა
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა (საქართველოს ეროვნული პლატფორმა) შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის არათანმიდევრული პოლიტიკით.

იმ დროს, როდესაც საქართველოს მთავრობა 2024 წლისთვის მიზნად ისახავს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას, გაუგებარია ევროკავშირის იმ მნიშვნელოვან დახმარებაზე უარის თქმა, რომელიც სწორედ მიზნის მიღწევაში დაეხმარებოდა ქვეყანას, კერძოდ: კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში სახელმწიფო ფინანსების მართვის გაძლიერებას, მმართველობის გაუმჯობესებას, სასამართლოს    რეფორმას, კორუფციის    წინააღმდეგ ბრძოლას, ბიზნესგარემოს მხარდაჭერასა და სხვა მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას.

აღნიშნული საკითხის მხოლოდ ტექნიკური თვალსაზრისით განხილვა არასწორია და იქონიებს უარყოფით გავლენას ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობაზე.

მიუღებლად მიგვაჩნია საქართველოს მთავრობის მხრიდან, პოლიტიკურად სახიფათო, ხელისუფლების ინტერესებს მორგებული და სახელმწიფოსთვის საზიანო, ნაბიჯის გადადგმა, რომელიც ამავდროულად ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივას.

მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედარციისგან მომდინარე საფრთხეები რეგიონში   ბოლო   პერიოდში   განვითარებული   მოვლენების ფონზე საგანგაშოა. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით რუსეთის ფედერაციის, როგორც ხისტი ასევე რბილი ძალის მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას საქართველოს   საზოგადოებაზე   და მიგვაჩნია,   რომ ერთადერთი გამოსავალი ევროატლანტიკური არჩევანი და მისკენ მიმავალი, ქვეყნის მოქალაქეებისთვის სიკეთის მომტანი რეფორმების გზაა.

ვფიქრობთ, რომ ევროკავშირმა უნდა მოახდინოს სამოქალაქო სექტორის კიდევ უფრო გაძლიერება, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მთავრობა გარკვეულ არათანმიდევრულობას იჩენს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამოიჩინოს პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა და აღასრულოს ქვეყნის მიერ ნაკისრი ყველა ვალდებულება, რომელიც ევროკავშირის წინაშე აქვს აღებული.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

1. საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები
2. ფონდი ლიბერალური აკადემია თბილისი
3. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“
4. ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი
5. საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკის განვითარების ცენტრი
6. საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია
7. იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი ,,სპექტრი”
8. სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტი“
9. მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის
10. ადამიანის უფლებათა ცენტრი
11. ენერგოეფექტურობის ცენტრი
12. გეოპლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი
13. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
14. ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანა
15. ფონდი    ”სამოქალაქო    განათლების    განვითარების    მულტიეთნიკური რესურსცენტრი”
16. ახალგაზრდული ალტერნატივა
17. პედაგოგთა კავშირი’’ განათლება და სამყარო’’
18. პედაგოგთა კავშირი’’ განათლება და სამყარო’’
19. მეგობრობის ხიდი ქართლოსი
20. ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრი
 21. ა(ა) იპ " საერთაშორისო ბიზნესის განვითარრბის და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი"
22. საქართველოს გეოსტრატეგიული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კვლევების ინსტიტუტი
23.  ადამიანის    უფლებების    დაცვისა    და    პატიმართა    სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია
24. იგპ ქალთა ასოციაცია"თანხმობა"
25. ა(ა)იპ "კავკასიური მოზაიკა"
26. მეწარმე ქალთა ფონდი
27. ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო
28. ,,ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსათვის"
29. საქართცელოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის
30. ასოციაცია ჰერა XXI
31. საქართველოს საერთაშორისო განვითარების სააგენტო
32. მწვანე ალტერნატივა
სიახლეები