კოალიციები

მიმდინარე

კოალიცია ნდობისთვის 


2015 წლის ივნისში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისა და ნორვეგიის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დააარსეს „კოალიცია ნდობისათვის“. კოალიცია შეიქმნა სამწლიანი პროექტის შედეგად, რომელსაც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი ახორციელებდა კოალიციის პოტენციურ წევრებთან ერთად. მისი მიზანი გახლდათ, შექმნილიყო „კოალიცია ნდობისთვის“. 2015 წლის სექტემბერში კოალიცია დარეგისტრირდა ნორვეგიაში, ოსლოში, როგორც საერთაშორისო ასოციაცია. მას აქვს რეგიონალური მიდგომა, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლობასა და პარტნიორობას.

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიციის წევრები

საქართველოს კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის საქართველოს კოალიცია  2003 წელს შეიქმნა და მისი მიზანია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცება და გენოციდის, აგრესიის, ომისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისათვის პასუხისმგებლობის დამკვიდრებისა და ამგვარ დანაშაულთა მსხვერპლთათვის სამართლებრივი დახმარების უზრუნველყოფა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. კოალიციის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან: ადამიანის უფლებათა ცენტრი, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT), „საერთაშორისო სამართლიანობა“ და „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“. კოალიციის წევრები ახორციელებენ პროექტს - „სამოქალაქო სექტორის ჩართულობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს სიტუაციის გამოძიებაში“. 2010 წლიდან საქართველოს კოალიცია არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის საერთაშორისო კოალიციის წევრი.