Press Release

გადაწყვეტილების ეტაპზე მისული სასამართლო პროცესი ახალმა მოსამართლემ ხელახლა დაიწყო

08.04.2021
Font size
ადამიანის უფლებათა ცენტრი თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთი წლის განმავლობაში წარმოადგენდა ეკომიგრანტი მ.მ.-ს ინტერესებს. 19 მარტს მხარეებმა წარადგინეს საპაექრო სიტყვები და ისარგებლეს რეპლიკით, დასრულდა საქმის არსებითი განხილვა და მოსამართლე გავიდა სათათბირო დარბაზში გადაწყვეტილების გამოსატანად. გადაწყვეტილების გამოტანამდე საქმის განმხილველი მოსამართლე გადაინიშნა იმავე სასამართლოს შემადგენლობაში სამოქალაქო კატეგორიის კოლეგიაში, მ.მ.-ს საქმე კი დაეწერა ახალ მოსამართლეს. ამ უკანასკნელის გადაწყვეტილებით, უკვე განხილულ საქმეზე წარმოება დაიწყო ხელახლა. საქმის განხილვის პირველი სხდომა ჩაინიშნა 8 აპრილს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი, რა თქმა უნდა, გააგრძელებს ეკომიგრანტი მოქალაქის დაცვას, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ისედაც ხანგრძლივია სასამართლოში საქმეთა განხილვის ვადები, მსგავსი პრაქტიკა არ შეესაბამება სამართლიანი სასამართლოს პრინციპს - არ ემსახურება საქმის დროულ განხილვასა და გადაწყვეტას. ასევე, ეს პრაქტიკა არ პასუხობს მართლმსაჯულების ეკონიმიურობის  პრინციპს - საქმის განხილვის ვადის ასე გაუმართლებლად გაჭიანურებისას მხარეებს დამატებით უწევთ სხდომაზე გამოცხადება და ამ მიზნით შესაბამისი ხარჯების გაღება.

მართალია მოსამართლეთა გადანიშვნას, მათ დაწინაურებასა და გადაყვანას სხვა კოლეგიაში აქვს ლეგიტიმური საჯარო მიზნები, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს დავის მონაწილე მხარეთა ინტერესებისათვის ზიანის მიყენების ხარჯზე, ან ასეთი ზიანი უნდა იყოს მაქსიმალურად მცირე. განსაკუთრებით სამწუხაროა შემთხვევები, როცა საქმის განხილვა ფაქტობრივად დასრულებულია და გადაწყვეტილების გამოტანის ეტაპზე მოსამართლის ცვლილების გამო ხელახლა იწყება საქმის განხილვა.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ სასამართლო ხელისუფლებამ უნდა დანერგოს მოსამართლეთა გადანიშვნის, გადაყვანის, დაწინაურების ისეთი პრაქტიკა, როგორიც ხელს არ შეუშლის და უსაფუძვლოდ არ გააჭიანურებს საქმეთა განხილვას.